Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯონდო შარიქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1954 წელს. 1953 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური მექანიკის კათედრაის ლაბორანტი; 1957 წლიდან - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული და სტატისტიკური ფიზიკის კათედრის ასპირანტი; 1962 წელს საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის მექანიკის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად; 2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1960-2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი); 2009 წლიდან - ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი; საქართველოში მან პირველმა დაიწყო გამოკვლევები მაგნიტურ ჰიდროდინამიკაში; შეისწავლა გამტარი გარემოს სასაზღვრო ფენის როგორც სტაციონარული, ასევე არასტაციონარული ამოცანების განტოლებების მიახლოებითი ამონახსნები, როგორც მუდმივი, ასევე ცვლადი გამტარებლობის გათავლისწინებით; მის მიერ შესწავლილია მაგნიტური ჰიდროდინამიკის მრავალი ამოცანა; მათ შორის, ბლანტი ელექტროგამტარი სითხის სტაციონარული და არასტაციონარული დინებები, მაგნიტური ჰიდროდინამიკის სასაზღვრო ფენის ამოცანა ძლიერი გაჟონვისა და ძლიერი მაგნიტური ველის შემთხვევაში და სხვ. შესწავლილია ბლანტი ელექტროგამტარი სითხის სტაციონარული და არასტაციონარული დინებები მილებში, მილის კედლის ფოროვნებისა და სითხის ტემპერატურის გათვალისწინებით; გამოკვლეულია ჰიდროდინამიკური მდგრადობისა და ბიფურკაციის საკითხები; ზოგიერთ ამოცანაში გათავლისწინებულია სითხის სითბოგამტარებლობა და ელექტროგამტარობა; იკვლევდა მათემატიკური მეცნიერების ისტორიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 150-მდე სამეცნიერო სტატია, სამი სახელმძღვანელო, შვიდი მონოგრაფია და ხუთი ბროშურა. იგი მონაწილეობდა მრავალ კონფერენციაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ჰქონდა მჭიდრო პროფესიული კონტაქტები ქართველ და უცხოელ კოლეგებთან. ჰიდრო-აეროდინამიკისა და მაგნიტური ჰიდროდინამიკის სპეციალისტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2003). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი /ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.291-292; საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი: gmu.gtu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |