შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით პატატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არბოშიკი, დედოფლისწყაროს რაიონი. სწავლობდა სიღნაღის პედაგოგიურ ტექნიკუმში, დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტიტი 1940 წელს. მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, იყო სასწავლო ნაწილის გამგეც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანის საშუალო სკოლაში. 1941 წელს არმიაში გაიწვიეს; მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ბესარაბიასა და ვოლგოგრადში, ვოროშილოვგრადში, კოსტოვსკში, ჩერკასკში, პოლტავასა და მოსკოვში, სმოლენსკში, ხარკოვსა და ორშაში. მონაწილეობდა ლატვიის გან-თავისუფლებაში; დაიღუპა ბრძოლის ველზე. თანამებრძოლებმამის ოჯახს გამოუგზავნეს უბის წიგნაკი,რომელშიც პოეტის ლექსები იყო ჩაწერილი.დავით პატატიშვილის პირველი ლექსებიომის წინა ხანებში გამოქვეყნდა; მისი დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა დავით პატატიშვილის ლექსების კრებული "გული და ქარიშხალი". პოეტის სახელს ატარებს მშობლიური სოფლის სკოლა და დედოფლისწყაროს ერთ-ერთი ქუჩა, სკოლაში დადგმულია მისი ბიუსტი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.353; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.261 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |