The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით პატატიშვილი

დავით პატატიშვილი
Date of birth:26 June, 1918
Date of death:1944  (at 25 years)
Category:Educator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი არბოშიკი, დედოფლისწყაროს რაიონი.

სწავლობდა სიღნაღის პედაგოგიურ ტექნიკუმში, დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტიტი 1940 წელს.

მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, იყო სასწავლო ნაწილის გამგეც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანის საშუალო სკოლაში. 1941 წელს არმიაში გაიწვიეს; მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ბესარაბიასა და ვოლგოგრადში, ვოროშილოვგრადში, კოსტოვსკში, ჩერკასკში, პოლტავასა და მოსკოვში, სმოლენსკში, ხარკოვსა და ორშაში. მონაწილეობდა ლატვიის გან-თავისუფლებაში; დაიღუპა ბრძოლის ველზე. თანამებრძოლებმამის ოჯახს გამოუგზავნეს უბის წიგნაკი,რომელშიც პოეტის ლექსები იყო ჩაწერილი.დავით პატატიშვილის პირველი ლექსებიომის წინა ხანებში გამოქვეყნდა; მისი დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა დავით პატატიშვილის ლექსების კრებული "გული და ქარიშხალი". პოეტის სახელს ატარებს მშობლიური სოფლის სკოლა და დედოფლისწყაროს ერთ-ერთი ქუჩა, სკოლაში დადგმულია მისი ბიუსტი. 

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.353; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.261

Bibliography


Share: