შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ყიასაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყაროს რაიონი. 1917 წელს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მშობლიური სოფლის სკოლაში რუსულ ენას ასწავლიდა და დგამდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებს. 1921 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის სტუდენტი. ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად გადადის საქართველოს პროლეტკულტურის თეატრალურ სასწავლებელში. სწავლის პარალელურად 1927 წლამდე მუშაობდა "წითელ თეატრში". ალ. ყიასაშვილი მუშაობდა: თბილისის მუშათა თეატრში (1926-1927), ჭიათურის თეატრში (1927-1928), ბორჯომის რაიონული კლუბების ხელმძღვანელად (1928-1929), თელავის თეატრში (1929-1939), მოღვაწეობდა როგორც რეჟისორი, სადაც განახორციელა პ. დე კურსელის "ორი ჯიბგირი", გ. ზუდერმანის "იმედის დაღუპვა", ი. ეკალაძის "ნომერი 21 ჯვრით", პირშონის "მარკიტანკა სიგარეტ", ი. ზაიცევის "განაჩენი". 1930 წლიდან იგი მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბოროტი მეფე, ლავროვი (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე" და "ლადო კეცხოველი"), კულაკი (ი. ვსევოლჟსკის "მარშალი ბავშვობისას"), გაგენბეკი (ი. შესტაკოვის "შორეული გზით"), ჟერონტი (მოლიერის "სკაპენის ოინები"), თავადი გივი (ს. მთვარაძის "სურამის ციხე") და სხვა. ამავე თეატრში განახორციელა დადგმები: ო. თუმანიანის "გიქორი", ს. მთვარაძის "შირაქის გულში", მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი" (ალ. თაყაიშვილითან ერთად). პარალელურად მუშაობდა რადიოკომიტეტში საბავშვო გადაცემათა რეჟისორად. 1948-1957 წლებში მუშაობდა ზემო მაჩხაანის საკოლმეურნეო კლუბის ხელმძღვანელად. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.357; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.52 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |