The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ლესნოვი

პეტრე ლესნოვი
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, მკვლევარი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დედოფლისწყარო.

1958-1963წწ. სწავლობდა თბილისის ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში ზოოინჟინერის სპეციალობაზე.

1963 წელს საცხოვრებლად გადავიდა სოჭში, 1975 წლიდან კი მოსკოვში. მას რუსულ ენაზე გამოქვეყნებული აქვს სტატიები საქართველოს, კერძოდ კახეთის (ქიზიყის) შესახებ. 1999 წლის მარტში ჟურნალმა "Русский язык за рубежом" გამოაქვეყნა პეტრე ლესნოვის სტატია "პუშკინის მოგზაურობა საქართველოში". მას ეკუთვნის სამი მეცნიერული აღმოჩენა ბიოქიმიის, პალეონტოლოგიისა და ლიტერატურათმცოდნეობის დარგში. მცენარეთა ჭკნობის შემდეგ მკვებავი ნივთიერების ავტომატური ტრანსფორმაციის კანონი - პრეპარატი "Закваска леснова", ნებისმიერი დაბალი ხარისხის საკვებში მისი დამატების შემდეგ საკვების კალორიულობა იზრდება 2,5-ჯერ (ბიოქიმია); "შავი და კასპიის ზღვების კავშირი" გამოქვეყნდა 1974 წელს ჟურნალში "Наука и жизнь", სათაურით "დინოზავრთა კვალი კახეთში" (პალეონტოლოგია); მიხეილ ლერმონტოვმა პოემა "დემონი" დაწერა ყარაღაჯში, თამარ მეფის ციხე-სიმაგრეში (ხორნაბუჯი), ამ ადგილების შესაბამისად. პეტრე ლესნოვმა აგრეთვე დაამტკიცა, რომ ნაწარმოების პერსონაჟის, თამარის პროტოტიპი იყო 22 წლის ჩერქეზი ქალიშვილი კატია ნეჩვოლოდოვა. პეტრე ლესნოვის ეს აღმოჩენა შეტანილია მიხეილ ლერმონტოვის ენციკლოპედიის სამტომეულში. მისი სამეცნიერო სტატიები სისტემატურად ქვეყნდებოდა შემდეგ ჟურნალ-გაზეთებში: "Советская культура", "Известия", "Литературная Россия", "Сельская молодежь", "Семья и школа", "Учительская газета". "საინტერესო მოთხრობები გარეულ ცხოველებზე" (კახეთის ცხოველთა სამყაროს შესახებ, გამომცემლობა "Знание"); წიგნი "ალაზნის ნაპირებზე" (ეს პირველი ბეჭვდითი გამოცემაა ქიზიყის ბუნებისა და საერთოთ ამ კუთხის ფლორისა და ფაუნის შესახებ, გამომცემლობა "Мысль" მოსკოვი). ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.344


გააზიარე: