შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატალია ჩინჩალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, მექანიკის სპეციალობით 1996 წელს. 1996-1997წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი - I კატეგორიის ინჟინერი; 1997-2003წწ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2003-2006წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2007 წლიდან - მკვლევარი; 2007-2010წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ლაბორატორიის გამგე; 2010-2012წწ. - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, მათემატიკის დეპარტამენტი, დიფერენციალური განტოლებების მიმართულება, ასისტენტ პროფესორი; 2012-2016წწ. - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, მექანიკის კათედრა, ასისტენტ პროფესორი; 2016 წლიდან - ასოცირებული პროფესორი; 2016 წლიდან ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს განეკუთვნება წამახვილებული დრეკადი გარსები, ფირფიტები და ღეროები; თხევად და დრეკად გარემოთა ურთიერთქმედების ამოცანები; გადაგვარებული დიფერენციალური განტოლებები და სისტემები; სასაზღვრო და საწყის-სასაზღვრო ამოცანები; მას შესწავლილი აქვს ხარისხოვანი წამახვილების მქონე პრიზმული გარსების ღუნვის სტატიკისა და დინამიკის ამოცანები; წამახვილების გეომეტრიაზე დაყრდნობით დადგენილი აქვს კრიტერიუმი, როდის შეიძლება წამახვილებული ბოლოების ჩამაგრება ან დაყრდნობა, როგორც იერარქიული, ასევე, კირხოფ-ლიავის მოდელებისათვის; განხილული აქვს წამახვილებული ფირფიტებისა და არაკუმშვადი სითხის ურთიერთქმედების საკონტაქტო ამოცანები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2003), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2010). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.293; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |