შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით რასულ-ზადე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. განჯა, აზერბაიჯანი. განათლება მიიღო ქალაქ მექაში (საუდიის არაბეთი). 25 წლის ასაკში გახდა აზერბაიჯანის კონსული საქართველოში, შემდეგ იყო ამიერკავკასიის რესპუბლიკების ელჩი თურქეთში, იყო ადგილობრივი აზერბაიჯანული გაზეთის დამფუძნებელი. დიდ ყურადღებას უთმობდა ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობის განათლებას, მათ მიერ ქართული ენის შესწავლას. 1930-იან წლებში დავით რასულ-ზადე გადაიყვანეს ბაქოში, სადაც მოღვაწეობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1937 წლის 22 დეკემბერს, დავით რასულ-ზადეს მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და მაგადანში გადაასახლეს. პირადი წერილებში აღნიშნავდა, რომ დარწმუნებული იყო უდანაშაულობაში და არ შეწყვეტდა პროტესტს. ის წერდა, რომ სტალინისთვის უნდა შეეტყობინებინათ მისი ამბავი, რადგან ადგილი ჰქონდა გაუგებრობას. გადასახლებიდან 2 წელიწადში მან შიმშილობა გამოაცხადა, რის შედეგადაც ჯამრთელობა შეერყა და მალევე გარდაიცვალა. 1956 წლის 22 ოქტომბერს, ოჯახმა მიიღო ცნობა დავით რასულ-ზადეს რეაბილიტაციის შესახებ. დავით რასულ-ზადეს ბიძაშვილი, მემედ ემინ რასულ-ზადე იყო აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1920) ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოლიტიკოსი რომელმაც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 28 მაისს და შემდეგ აზერბაიჯანის პოლიტიკური ემიგრაციის ლიდერი. დავით რასულზადეს ჰყავდა ქალიშვილი გულნარა. მისი შვილიშვილი, რუსუდან კვანჭახაძე თბილისში ცხოვრობს. (ბიოგრაფიის წყარო: რუსუდან კვანჭახაძის ზეპირი ისტორია). წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: m.facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |