შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრეი ჩერნიავსკი![]()
ბიოგრაფიაანდრეი ჩერნიავსკი 1903 წლიდან იკავებდა თბილისის გუბერნიის კანცელარიის უფროსის პოზიციას. 1905 წელს გახდა თბილისის ვიცე-გუბერნატორი, ხოლო 1911 წლიდან - გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი. 1914-1919წწ. იყო ქალაქების: ვიატკის, მინსკის ეკატერინოსლავის გუბერნატორი. სამოქალაქო ომში მონაწილეობდა "თეთრების" მხარეს და ასრულებდა კიევის გუბერნატორის ფუნქცია-მოვალობებს. 1930 და 1933 წლებში დაპატიმრებული იყო კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის. 1937 წლამდე მუშაობდა თბილისის მუსიკალური სტუდიის მოლარედ. ბრალად დაედო, რომ 1922 წელს იყო კონტრრევოლუციურ-ჯაშუშური ორგანიზაციის აქტიური წევრი, ჯაშუშობდა ერთ-ერთი უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ. 1922 წლიდან მჭიდრო კავშირი ჰქონდა უცხოური დაზვერვის ცნობილ აგენტ ისაი ბენიამინის ძე სიმონოვსკისთან, რომელიც 1930 წელს გადასახლებული იყო სსსრ კავშირიდან და რომელმაც ანდრეი ჩერნიავსკი გადაიბირა ჯაშუშური საქმიანობისთვის. დახვრიტეს 1937 წლის 12 ნოემბერს თბილისში. კოლაუ ჩერნიავსკის მამა. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |