The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ცაგარელი

ივანე ცაგარელი
დაბადების თარიღი:1942  (83 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1966 წელს.

1968 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში. სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა მყარი დეფორმადი სხეულის მექანიკის საკითხები. ნაშრომთა მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება დრეკადი სხეულისათვის სტატიკისა და დინამიკის სასაზღვრო, სასაზღვრო-საკონტაქტო და საწყის-სასაზღვრო ამოცანების ცხადად, ეფექტურად (კვადრატურებისა და აბსოლუტურად და თანაბრად კრებადი მწკრივების სახით) ამოხსნას, იზოტროპული, ერთგვაროვანი, მრავალფენიანი, ბინარული ნარევისა და ფოროვანი სხეულებისათვის; განიხილება თერმოდრეკადობის ამოცანები, რომლებშიც გათვალისწინებულია ტემპერატურული და ელექტრომაგნიტური ველების მოქმედება და თერმოდიფუზიის პროცესი. ამოცანები ამოხსნილია კონკრეტული ფორმის არეებისათვის, მიღებულია რიცხვითი შედეგები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1984), მეცნიერ-მკვლევარი.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.295-296

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: