The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ ციცქიშვილი

ავთანდილ ციცქიშვილი
Date of birth:1925
Date of death:2012  (at 87 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1952 წელს.

1957-2012წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; პარალელურად, 1961 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის თეორიული მექანიკის, დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრებზე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მათემატიკის კათედრაზე; 1985-2002წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის პროფესორი. სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა ჰიდროდინამიკა - ფილტრაციის თეორია; ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებები; კერძოწარმოებულიანი დიფერენცილური განტოლებები და ასოცირებული სასაზღვრი ამოცანები; ანალიზურ ფუნქციათა თეორია, კონფორმული ასახვები. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულება შეეხება ჰიდრომექანიკის ამოცანების მოდელირების, კერძოდ, ფილტრაციის თეორიის ბრტყელი, სტაციონარული, არაწრფივი, ნაწილობრივ უცნობსაზღვრიანი ამოცანების ამოხსნის მეთოდების შექმნას. მან შექმნა ახალი მიმართულება და სამეცნიერო კვლევის ისეთი მეთოდები, რომელთა დახმარებით შესაძლებეილ გახდა ანალიზურ ფუნქციათა თეორიის მძლავრი მათემატიკური აპარატის გამოყენებით ისეთი კლასის ამოცანების ამოხსნა, რომელთა ამოხსნა მანამდე ვერ ხერხდებოდა. კერძოდ, ახალი მეთოდებით მან ამოხსნა ფილტრაციის ამოცანები, სხვადასხვა ფორმის მიწის კაშხალებისათვის და არხებისათვის, სადაც მოცემულია ამონახსნების აგების ზოგადი მათემატიკური მეთოდი, როდესაც სასრული რაოდენობის წვეროს მქონე წრიული მრავალკუთხედის კონფორმული გადასახვის აგება ხდება ნახევარ სიბრტყეზე. მისი შრომების მნიშვნელოვანი ნაწილის თემატიკაა შვარცის დიფერენციალური განტოლებების ზოგადი ამონახსნების აგების თეორია, წრიული მრავალკუთხედების კონფორმულად გადამსახავი ფუნქციებისათვის და მათი კავშირი ფილტრაციის და ჭავლური თეორიის ღერძსიმეტრიულ ამოცანებთან. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1987).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.296-297


Share: