The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ცხვედაძე

რევაზ ცხვედაძე
დაბადების თარიღი:1936  (89 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღოლოვანი, თეთრიწყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1958 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მექანიკის კათედრის ასპირანტურა 1965 წელს.

1959 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 1999 წლიდან სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის კათედრის გამგეა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებებში სწორკუთხა ფორმის განიკვეთიანი პრიზმული ღეროების გრეხისა და ღუნვის ამოცანების ზუსტი გადაწყვეტა; ორმაგი სიმრუდის დამრეცი გარსების გაანგარიშებისას ძვრის ძალების გავლენის გათვალისწინება; კლასიკურ გარსთა თეორიაში დაკანონებული ცნების "სუფთა ღუნვის" მცდარობის დადგენა; დრეკად-პლასტოლური ანაკრები სფერული გარსის ზიდვის უნარის დადგენა; რადიაქტიური დასხივების გზით ტოლი წინაღობის წრიული ფილებისა და კონუსური გარსების ოპტიმალური დაგეგმარება; წყვეტილ მახასიათებლიანი ფილებისა და გარსების გაანგარიშების ახალი ვარიანტები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (1999).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.297; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 298-299

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2004-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: