The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახა ხინთიბიძე

კახა ხინთიბიძე
Date of birth:26 October, 1973  (51 years)
Category:Engineer, Sailor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

1990-1993 წლებში მათემატიკა-ინფორმატიკის სპეციალობის დასაუფლებლად სწავლობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1993 წლიდან კი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, რომელიც ინჟინერ-გემთმექანიკოსის სპეციალობით დაასრულა 1997 წელს; 1997-1999 წწ. იყო ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტი; მიღებული აქვს განათლება ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1998-2000).

1997-2002 წწ. იყო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ლაბორანტი; 1998-2000 წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტამბის IT ოპერატორი; ზღვაში შრომითი საქმიანობა დაიწყო 2000 წელს, მომდევნო წლებში იყო სანაოსნო კომპანია «COLUMBIA SHIPMANAGEMENT»-ის სხვადასხვა გემების მოტორისტი, მეოთხე, მესამე და მეორე რანგის მექანიკოსი, 2008 წელს კი ტანკერ «CAPE BACTON»-ის უფროსი მექანიკოსი გახდა; 2002-2011 წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში; 2011 წლიდან საჯარო სამსახურშია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჯერ მეზღვაურთა დეპარტამენტის წამყვან  სპეციალისტად, 2012-2014 წწ. კი მეზღვაურთა დეპარტამენტის უფროსად და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილედ. შორეული ნაოსნობის გემების მოქმედი უფროსი მექანიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, გემთინჟინერი, შორეული ნაოსნობის უფროსი მექანიკოსი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: