Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ჭელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1967 წელს. 1968 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათა ნაწილების და ამწე სატრანსპორტო მანქანების კათედრაზე (ასისტენტი, ასპირანტი, პროფესორი). მისი მეცნიერული მოღვაწეობის ძირითადი თემებია: მანქანათა ნაწილები, სამრეწველო რობოტები, მოქნილი საწარმოო სისტემები, მანქანათა ნაწილების საიმედოობა. მისი ხელმძღვანელობით პირველად საქართველოში შეიქმნა ცილინდრული დეტალების დამამუშავებელი მოქნილი საწარმოო სისტემა, რომელიც დაინერგა თბილისის საავიაციო ქარხანაში, ამასთანავე, საქართველოში დაინერგა ყველის დამამზადებელი თანამედროვე სამი ქარხანა, სასაკლაო, მანდარინების დამხარისხებელი ამერიკული ხაზი და სხვ. მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია იაპონიაში, ინგლისში, აშშ-ში, იტალიაში, კანადაში, თურქეთში, გერმანიაში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1993). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.301; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.241 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |