The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასონ ჯავახიშვილი

დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:1 ნოემბერი, 1937  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: ქ. ტარა, ომსკის ოლქი, რსფსრ
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1920-იანი წლების დასაწყისში იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი და ანტისაბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დღეებში საბჭოთა ხელისუფლებამ კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრა შიომღვიმეში; 1925 წელს საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ მიუსაჯა დახვრეტა, რომელიც შეეცვალა 10-წლიანი პატიმრობით და "სასტიკი იზოლაციით"; გადაასახლეს ომსკის ოლქში; ცხოვრობდა ქალაქ ტარაში; 1937 წლის მასობრივი რეპრესიების დროს დააპატიმრეს და დახვრიტეს. რეაბილიტირებულია ომსკის საოლქო სასამართლოს მიერ 1957 წელს. პოლიტიკური მოღვაწე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტი, წევრი

გააზიარე: