The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ ჭიღლაძე

რევაზ ჭიღლაძე
Date of birth:1950  (75 years)
Category:Astronomer, Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზოდი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1972 წელს.

1970 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1975-1979წწ. იყო ასტრონომიის კათედრის ასპირანტი; 1990 წლიდან პარალელურად მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში (სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში), სადაც 1992 წელს დააარსა მათემატიკა-ასტრონომიის კათედრა და ჩამოაყალიბა ამავე სახელწოდების ფაკულტეტი; 1992-2003წწ. - მათემატიკა-ასტრონომიის კათედრის გამგე; 1999-2006წწ. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2008 წლიდან - სრული პროფესორი; 2008 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტი; მათემატიკის მომავალ მასწავლებელთა განათლების საერთაშორისო კვლევების კოორდინატორი საქართველოში; 2009 წლიდან მათემატიკის მასწავლებელთა აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი; 2016 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "Astronomy & Astrophysics (Caucasus)" რედაქტორი. მის მიერ შესწავლილია მზის სისტემისა და გალაქტიკურ შერჩეულ ობიექტთა ფიზიკური მახასიათებლები, კერძოდ, პოლარიმეტრული და ცის მექანიკის მეთოდების გამოყენებით მან ახსნა იუპიტერის გალილეისეული თანამგზავრების ზედაპირთა თავისებურებანი. პირველად, უატმოსფერო ციური ობიექტებისათვის პოლარიმეტრულ მრუდეზე მან დააფიქსირა ინვერსიის მეორე წერტილების არსებობა ("ჭიღლაძის ეფექტი"), რომლის გათავლისწინებით ხერხდება, ბუნებრივი, სრულყოფილი, ფიზიკური ბუნების ახსნა დამზერილი ციური სხეულებისათვის; იგი შეისწავლის ახლო კოსმოსის ეკოლოგიის საკითხებს, კერძოდ, დროგასული კოსმოსური ხომალდებისა და მათი ფრაგმენტების მიერ კოსმოსური სივრცის დანაგვიანების პრობლემების შესახებ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2008).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.302-303; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი sjuni.edu.ge

Member of Organizations

  • საერთაშორისო ასტრონომიული საზოგადოება, წევრი (1995-)
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2009-)
  • საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი (სმკ), წევრი (1995-)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: