The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე პავშენცევი

ალექსანდრე პავშენცევი
დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და  სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1967 წელს. 

1967 წლიდან ინსტიტუტების "საქსახპროექტისა" და "თბილჰიდროპროექტის"ინჟინერი; 1972-1974წწ. სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა კუბის რესპუბლიკაში; 1975 წლიდან საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე, გამგე; 1980 წლიდან საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის პირველი მოადგილე; 1983 წლიდან საქართველოს კპ თბილისის ისნის რაიკომის პირველი მდივანი; 1986 წლიდან საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი; 1988 წლიდან საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილე; 1989-1990წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 286

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

გააზიარე: