The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ პაიჭაძე

გრიგოლ პაიჭაძე
დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1941
გარდაცვ. თარიღი:3 თებერვალი, 2012  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუეიდიული ფაკულტეტი 1965 წელს.

1958-1963წწ. თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის სარემონტო კანტორის მუშა; მარნეულის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი, გარდაბნის პროკურატურის გამომძიებელი (1966); 1966-1973წწ. თბილისის ლენინის სახელობის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1973-1974წწ. საქართველოს კპ გარდაბნის რაიკომი, აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების ინსტრუქტორი; 1974-1981წწ. საქართველოს სახალხო კონტროლის კომიტეტი, ინსპექტორი; 1981-1987წწ. რუსთავის კპ ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგე; 1987-1992წწ. რუსთავის სახალხო სასამართლოს თავმჯდომარე; 1992-1993წწ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის სახელმწიფო მრჩეველი; საქართველოს მინისტრთა კაბინეტი, განყოფილების გამგის მოადგილე (1993); 1993-1997წწ. საქართველოს გენპროკურორის მოადგილე; 1997-1999წწ. საქართველოს გენპროკურატურის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის საკოორდინაციო სამსახურის უფროსი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 286

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი, თავმჯდომარე (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია ფრაქცია "აღორძინება", წევრი (1999-2004)

გააზიარე: