The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ხარიბეგაშვილი

სერგო ხარიბეგაშვილი
დაბადების თარიღი:1953  (72 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი  1974 წელს.

1974-1976წწ. - საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის სტაჟიორ-მკვლევარი (მოსკოვი); 1976-1979წწ. - ამავე ინსტიტუტის ასპირანტი; 1980-1983წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი (უმცროსი, უფროსი, წამყვანი, მთავარი); 1992-1993წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის პროფესორი; 1993-1998წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის გამგე; 1998 წლიდან - ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის წამყვანი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2009 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევის თემატიკაა: შერეული ამოცანები მეორე რიგის გადაგვარებული ჰიპერბოლური ტიპის განტოლებებისა და სისტემებისთვის; სასაზღვრო ამოცანები პირველი რიგის სიმეტრიული ჰიპერბოლური ტიპის სისტემებისათვის; არალოკალური ამოცანები წრფივი და არაწრფივი ჰიპერბოლური ტიპის განტოლებებისა და სისტემებისათვის; სასაზღვრო ამოცანები წრფივი და არაწრფივი ჰიპერბოლური ტიპის განტოლებებისა და სისტემებისათვის; აგებულია სასაზღვრო ამოცანათა თეორია ჰიპერბოლური განტოლებებისა და სისტემებისათვის კუთხოვან და კონუსურ არეებში; დადგენილია პირობები ამოცანათა მონაცემებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ კორექტულობას შესაბამის ფუნქციურ სივრცეებში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (2009).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.304-305

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: