Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო ტაბატაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. "ზამთრის ომის" მონაწილე, ამ სახელწოდებითაა ცნობილი სსრკ-ფინეთის ომი, რომელიც 1939 წლის 30 ნოემბერს დაიწყო და მასში საბჭოთა ჯარში მყოფი ასეულობით ქართველი მონაწილეობდა. (შემოდგომის ბოლოს 500 000-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი ფინეთში შეიჭრა, იმ ოფიციალური მიზეზით, რომ "კრემლს ფინეთის გავლით ნაცისტების თავდასხმის ეშინოდა". საბჭოთა ხელისუფლება ფინეთის მთავრობისგან მიწის გაცვლას ითხოვდა, ფინეთმა უარი განაცხადა. 1940 წელს, ბალტიის ზღვის ფინეთის ყურეში, კუნძულ სურ-სარზე, ფინეთის არმიამ 43-ე მსროლელთა დივიზია გაანადგურა, რომელშიც საბჭოთა კავშირში შემავალი სხვადასხვა რესპუბლიკიდან 310 ადამიანი ირიცხებოდა, მათ შორის, ქართველები. წლების შემდეგ, "ქერჩის კომისიამ" იმ ქართველი ჯარისკაცების ნაწილის გვარ-სახელები გამოაქვეყნა, რომლებიც 1939-1940 წლებში "ზამთრის ომში" მონაწილეობდნენ. დოკუმენტების ნაწილი დახურული იყო, ამიტომ ბევრი მათგანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება), სერგო ანტონის ძე ტაბატაძე, ასეულის უმცროსი მეთაური. მისი დასაფლავების ადგილად მითითებულია ლენინგრადის ოლქი, გატჩისნკის რაიონი, სოფელი კიამარა. წყარო: ელექტრონული საინფორმაციო პორტალი: ambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |