შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კალანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. "ზამთრის ომის" მონაწილე, ამ სახელწოდებითაა ცნობილი სსრკ-ფინეთის ომი, რომელიც 1939 წლის 30 ნოემბერს დაიწყო და მასში საბჭოთა ჯარში მყოფი ასეულობით ქართველი მონაწილეობდა. (შემოდგომის ბოლოს 500 000-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი ფინეთში შეიჭრა, იმ ოფიციალური მიზეზით, რომ "კრემლს ფინეთის გავლით ნაცისტების თავდასხმის ეშინოდა". საბჭოთა ხელისუფლება ფინეთის მთავრობისგან მიწის გაცვლას ითხოვდა, ფინეთმა უარი განაცხადა. 1940 წელს, ბალტიის ზღვის ფინეთის ყურეში, კუნძულ სურ-სარზე, ფინეთის არმიამ 43-ე მსროლელთა დივიზია გაანადგურა, რომელშიც საბჭოთა კავშირში შემავალი სხვადასხვა რესპუბლიკიდან 310 ადამიანი ირიცხებოდა, მათ შორის, ქართველები. წლების შემდეგ, "ქერჩის კომისიამ" იმ ქართველი ჯარისკაცების ნაწილის გვარ-სახელები გამოაქვეყნა, რომლებიც 1939-1940 წლებში "ზამთრის ომში" მონაწილეობდნენ. დოკუმენტების ნაწილი დახურული იყო, ამიტომ ბევრი მათგანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება), დავით გიორგის ძე კალანიძე ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 5 დეკემბერს, დაიღუპა ტყვეობაში 1942 წლის 25 მაისს, ქალაქ ვიბორგის რაიონში (რუსეთი). დასაფლავებულია ვიიპურის (ქალაქ ვიბორგის ფინური სახელი 1918-1940 წლებში) ლაზარეთის სასაფლაოზე, სტაციონარულ სასაფლაოზე №30. წყარო: ელექტრონული საინფორმაციო პორტალი: ambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |