The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად შალამბერიძე

ზვიად შალამბერიძე
დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.  
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდენობის ფაკულტეტი 1999 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სპეციალობა მათემატიკური ეკონომიკა - 2001 წელს.

2001–2004წწ. - გაეროს განვითარების პროგრამა "საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესაძლებლობათა ზრდა" "Capacity Building of GIOC", ფინანსური ანალიტიკოსი; 2005–2007წწ. - სს "ჯი პი აი ჰოლდინგი" საცალო გაყიდვების მენეჯერი; 2007–2009 - სს "ჯი პი აი ჰოლდინგი" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი; 2009–2010 წწ. - სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტი, კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი; 2010–2015წწ. - სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტი, დირექტორის მოადგილე; 2015-2019წწ. - შპს "ფრეგო", დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი; 2019 წელს - იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის I მოადგილე; 2019-2024წწ. - იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული; პროფესიული ტრენინგები და სემინარები: 2002  "კავკასიის აკადემიური ცენტრი" (CAC) ფინანსური აღრიცხვა და აუდიტი; 2007 "პარტნიორები საქართველო" კლიენტებთან ურთიერთობისა და გაყიდვების ტექნიკები; 2008 ESM  ეფექტური კომუნიკაციის უნარები. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: დელეგატი. 

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საინფორმაციო პორტალი: interpressnews.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2024-)

გააზიარე: