The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა პატარქალიშვილი

ნათელა პატარქალიშვილი
დაბადების თარიღი:11 აგვისტო, 1940  (84 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1970 წელს.

1964-1970 წწ. თბილისის 111-ე საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი; 1970 წლიდან ეწეოდა პარტიულ საქმიანობას: 1970-1979წწ. საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტი, მთარგმნელი, ინსტრუქტორი; 1980-1986წწ. საქართველოს კპ გლდანის რაიკომი, საერთო განყოფილების გამგე; 1986-1990წწ. საქართველოს უმაღლესი საბჭოს დაჯილდოების განყოფილება, მთარგმნელი-სტილისტი; 1991-1994წწ. საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტრო, მთავარი სპეციალისტი; 1995 წელს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატი, მთავარი სპეციალისტი; 1996 წელს საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების ჯგუფი, მთავარი სპეციალისტი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 288

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი ფრაქცია "აღორძინება", წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ეროვნულ ურთიერთობათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (1999-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატები", წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თავისუფლება", წევრი (2003-2004)

გააზიარე: