Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნური ხომასურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტი 1961 წელს; 1961-1963წწ. იყო კიევის კიბერნეტიკის ინსტიტუტში სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი. 1963-2014წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში: 1963-1997წწ. უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998-2002წწ. მყარი და თხევადი ნაწილებისაგან შემდგარი სხეულების მათემატიკური მოდელირების ლაბორატორიის გამგე; 2003-2006წწ. მრავალკომპონენტიანი გარემოს მოძრაობის მათემატიკური მოდელირების ლაბორატორიის გამგე; 2007-2014წწ. მკვლევარი, უფროსი მკვლევარი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ცვლადთა განცალების მეთოდი და დიფერენციალური განტოლებები; დრეკადობის თეორიისა და თერმოდრეკადობის ორ - და სამგანზომილებიანი კლასიკური და არაკლასიკური ამოცანები; სიმეტრიისა და ანტისიმეტრიის პრინციპები უწყვეტი გარემოს მექანიკაში; სხვადასხვა კოორდინატთა სისტემაში (ბიპოლარული, ელიფსური, სფერული, ტოროიდალური) დრეკადობის თეორიისა და თერმოდრეკადობის სასაზღვრო და სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანები; სოლისებრი და კონუსური სხეულების დრეკადი და თერმოდრეკადი წონასწორობა; კლასიკური და არაკლასიკური ამოცანები არაკუმშვადი სხეულებისათვის (რეზინი); ი. ვეკუას ფირფიტათა და გარსთა თეორია; სტაციონარულ შემთხვევაში ტორნადოსა და სხვა ძაბრის ფორმის მბრუნავი სითხისა და გაზის შესაბამისი ამოცანების მათემატიკური მოდელირება; ამოცანები ბლანტი არაკუმშვადი სითხის სტაციონარულ დინებაზე; პიეზო-ელექტრო თეორიის ამოცანების მათემატიკური მოდელირება. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.307-308 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |