შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არტემ აკოპოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სურამი, ხაშურის რაიონი. არდტმ აკოპოვი დაპატიმრებამდე იყო საქართველოს სახელმწიფო არბიტრაჟის მთავარი არბიტრის მოადგილე, სპეციალობით ეკონომისტი. დააპატიმრეს 1937 წლის 2 აგვისტოს, გაასამართლა 1937 წლის 29 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ გამსვლელ სესიაზე. ბრალად დაედო, რომ იყო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი. მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1956 წლის ივნისის განჩინებით მოხსნილი იქნა ოპერატიულ-საცნობარო აღრიცხვიდან დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. რეპრესირებული, რეაბილიტირებული. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: zh-cn.facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |