The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გერმან ნიმანი

გერმან ნიმანი
Date of birth:1887
Date of death:10 May, 1937  (at 50 years)
Category:Translator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტალინი (რეველი), ესტონეთი.

გერმან ნიმანი დაპატიმრებამდე თბილისში გერმანიის საკონსულოს თარჯიმნად მუშაობდა, დააპატიმრეს 1937 წლის 29 აპრილს, გაასამართლა სამხედრო კოლეგიამ 1937 წლის 10 მაისს. ბრალად ედებოდა, რომ  იყო გერმანული ჯაშუშურ-დივერსიული და ტერორისტული რეზიდენტურის აქტიური აგენტი, ატარებდა დაზვერვით საქმიანობას, როგორც პირადად, ისე მის მიერ გადაბირებულ პირთა საშუალებით; ატარებდა დივერსიულ საქმიანობას საბჭოთა საწარმოებში. ბრალი სრულად აღიარა. ასევე მხილებულია ოზეროვის, ა.ი.ფუფაევის და რ. ჩაკერტის ჩვენებებით. მიესაჯა დახვრეტა. მეფის არმიის ყოფილი ოფიცერი (პორუჩიკი), (წარმოშობით გერმანელი).

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: hi-in.facebook.com; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge


Share: