შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამაიაკ ქობულოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1926 წელს დაასრულა სავაჭრო სკოლის 5 კლასი. მსახურობდა წითელ არმიაში, შემდეგ იყო "ბორჯომის" ქარხნის ბუღალტერი. 1927 წელს საქართველოს ჩეკას (საგანგებო კომისია) რიგებში გაერთიანდა, 1934 წელს დაინიშნა საქართველოს НКВД-ს წამყვან თანამდებობებზე, ხოლო 1937 წლის აგვისტოში ჯერ გახდა ახალციხის, ხოლო შემდეგ გაგრის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი. 1938 წლის 7 დეკემბერს, ლავრენტი ბერიას აღზევების შემდეგ ამაიაკ ქობულოვი დაინიშნა უკრაინის სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილედ, ხოლო 1939 წელს გაიგზავნა საელჩოს რეზიდენტად ბერლინში. გერმანელებმა სწრაფად გაშიფრეს იგი, მიხვდნენ რომ აგენტურულ საქმიანობაში გამოუცდელი იყო და მიამაგრეს აგენტი, ლატვიელი კორესპონდენტი ორესტ ბერლინკსი, რომელიც მას ინფორმაციას გადასცემდა, სინამდვილეში კი პირდაპირ ახდენდა სტალინის დეზინფორმირებას. თავიდან ბერლინსკის მიწოდებული ყველა ფაქტი მალევე დასტურდებოდა, თუმცა იგი ასევე არწმუნებდა ამაიაკს, რომ საბჭოთა საზღვრებზე ვერმახტის ჯარების მობილიზება სინამდვილეში მხოლოდ მანევრი იყო და გერმანია არ აპირებდა საბჭოთა კავშირზე თავდასხმას, რამაც 22 ივნისს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ომის დაწყება და კრემლის ყველა გეგმის ჩაშლა გამოიწვია. 1941 წლის 20 ივლისს ამაიაკი დაბრუნდა მოსკოვში. გერმანიის დიპლომატიურ წრეებში სჯეროდათ, რომ მას აუცილებლად სიკვდილით დასჯიდნენ, თუმცა იმავე დღეს იგი დანიშნეს უზბეკეთის უშიშროების სახალხო კომისრად, სადაც 1945 წლამდე იმსახურა. 1945 წლის ივლისში მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1953 წლის 27 ივნისს დააკავეს. მან პოლიტბიუროს წევრებს 9 წერილი მისწერა, სადაც აღნიშნავდა რომ მის საქმეს არაობიექტურად იძიებდნენ. მისთვის წაყენებული გარდა კონკრეტული მუხლებისა, რაც ითვალისწინებდა საგამოძიებო საქმეების ფალსიფიკაციას, კანონიერების დარღვევას, წამებას და ცემას, იყო "საბჭოთა დაზვერვის ჩაშლა" გერმანიაში ომის წინა პერიოდში. 1955 წლის 10 თებერვალს პროკურატურამ უარი თქვა ამაიაკის შეწყალების წერილებზე და ის იმავე წლის 26 თებერვალს დახვრიტეს. საქართველოში და საბჭოთა კავშირში დიდი ტერორის მონაწილე ჩეკისტი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა დაკავებულების მიმართ. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: ne-np.facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |