შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკიტა კრიმიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყარსი, თურქეთი. ნიკიტა კრიმიანმა საქართველოს სსრ შინსახკომის ორგანოში მუშაობა 1932 წელს დაიწყო. მანამდე მუშაობდა ვლადიკავკაზში სამხერხაოში, ელექტრომემონტაჟედ, ბამბის საბჭოთა მეურნეობის მმართველად და ტრესტ "ზაკენერგოს" (ამიერკავკასიის ენერგომრეწველობა) პასუხისმგებელ მუშაკად. მეგობრობდა ბოგდან ქობულოვთან და მისი პირადი მფარველობით დაწინაურდა საქართველოს სსრ შინსახკომში. 1940-1945 წლებში ლვოვის და იაროსლავლის ოლქებში მუშაობის შემდეგ იგი გახდა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უშიშროების სახალხო კომისარი, 1947 წელს დააქვეითეს "არაპარტიული ქცევის" გამო, 1951 წელს კი გათავისუფლდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებიდან. იმავე წელს დაინიშნა სომხეთის სსრ კვების მრეწველობის სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსად. ლავრენტი ბერიას დაკავების შემდეგ, 1953 წლის 25 სექტემბერს დააკავეს რეპრესიებში მონაწილე საქართველოს სსრ შინსახკომისის თანამშრომლები, რომლებიც მხილებული იქნენ საქმეების ფაბრიკაციაში, წამებასა და ცემაში და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში. ხანგრძლივი პროცესის შემედეგ, 1955 წლის 19 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს გამსვლელი სესიის მიერ ნიკიტა კრიმიანს დახვრეტა მიუსაჯეს. საქართველოში და საბჭოთა კავშირში დიდი ტერორის მონაწილე ჩეკისტი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა დაკავებულების მიმართ. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: zh-tw.facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |