The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკიტა კრიმიანი

ნიკიტა კრიმიანი
Date of birth:1913
Date of death:15 November, 1955  (at 42 years)
Category:Public official, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყარსი, თურქეთი.

ნიკიტა კრიმიანმა საქართველოს სსრ შინსახკომის ორგანოში მუშაობა 1932 წელს დაიწყო. მანამდე მუშაობდა ვლადიკავკაზში სამხერხაოში, ელექტრომემონტაჟედ, ბამბის საბჭოთა მეურნეობის მმართველად და ტრესტ "ზაკენერგოს" (ამიერკავკასიის ენერგომრეწველობა) პასუხისმგებელ მუშაკად. მეგობრობდა ბოგდან ქობულოვთან და მისი პირადი მფარველობით დაწინაურდა საქართველოს სსრ შინსახკომში. 1940-1945 წლებში ლვოვის და იაროსლავლის ოლქებში მუშაობის შემდეგ იგი გახდა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უშიშროების სახალხო კომისარი, 1947 წელს დააქვეითეს "არაპარტიული ქცევის" გამო, 1951 წელს კი გათავისუფლდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებიდან. იმავე წელს დაინიშნა სომხეთის სსრ კვების მრეწველობის სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსად. ლავრენტი ბერიას დაკავების შემდეგ, 1953 წლის 25 სექტემბერს დააკავეს რეპრესიებში მონაწილე საქართველოს სსრ შინსახკომისის თანამშრომლები, რომლებიც მხილებული იქნენ საქმეების ფაბრიკაციაში, წამებასა და ცემაში და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში. ხანგრძლივი პროცესის შემედეგ, 1955 წლის 19 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს გამსვლელი სესიის მიერ ნიკიტა კრიმიანს დახვრეტა მიუსაჯეს. საქართველოში და საბჭოთა კავშირში დიდი ტერორის მონაწილე ჩეკისტი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა დაკავებულების მიმართ. 

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: zh-tw.facebook.com


Share: