შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლგა კონიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მაჰაჩყალა, დაღესტანი. 1930-იან წლებში ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, სადაც ბორის ფოგელი, ევგენი ლანსერე, იოსებ შარლემანი, დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი ასწავლიდნენ. ოლღა კონიაშვილი მუშაობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში ბავშვთა სპექტაკლების გამფორმებლად, ასევე ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებისთვის აფორმებდა დეკორაციებს. 1969 წლიდან მუშაობდა საქართველოს მუზეუმში - ეთნოგრაფიის ისტორიის განყოფილებაში. ეს პერიოდი მისი შემოქმედების ყველაზე ხანგრძლივ და ნაყოფიერ დროს მოიცავს. მისი ფუნჯი და ფანქარი თითქმის ყველაფერს შეეხო, მათ შორის ქართულ არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას, ტექსტილს, განსაკუთრებით გაიტაცა ეროვნულმა სამოსმა. დაინტერესებული იყო ალპინიზმით - ორჯერ დალაშქრა მყინვარწვერი. წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა": kvirispalitra.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |