Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბონდო კუპატაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1996 წელს. 1994 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1994-2009წწ. ქართული დიპლომატიის ისტორიის ს/კ ცენტრის თანამშრომელი; 2002-2006წწ. ისტორიის ფაკულტეტის მასწავლებელი, დოცენტი, 2006-2012წწ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; 2012 წლიდან ასოცირებული პროფესორი; საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების და სალექციო კურსების (ქართველები საქართველოს გარეთ; ქართული პარლამენტარიზმის ისტორია) ავტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი გამოცემების მომზადებაში, როგორიცაა: "ქართული დიპლომატიური ლექსიკონი" (2 ტომი), "ივანე ჯავახიშვილი-ენციკლოპედიური ლექსიკონი", "ქართული საისტორიო ენციკლოპედიური ლექსიკონი".VII, VIII, XI და XII კლასების ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი (2007-2020 წწ.); საქტელერადიო მაუწყებლობის 101-სერიანი დოკუმენტური ფილმის "საქართველო-XX საუკუნე" სცენარის ავტორი და სამეცნიერო კონსულტანტი (2001); პროდიუსერი და სცენარის ავტორი თურქეთის ქართველებსა და ქართულ ძეგლებზე შექმნილი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმებისა: "მზიანი ღამის ფერები" (2006) და "სამშობლოა ჩემი" (საერთაშორისო კინოფესტივალ "წმ. ანდრია ჯვარის" ლაურეატი, 2010); 2018-2020წწ. იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეების" სამეცნიერო ხელმძღვანელი; 120 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მონაწილეობა აქვს მიღებული ათობით საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. სადისერტაციო თემა - "საქართველო და რუსეთის IV სახელმწიფო სათათბირო", დაიცვა 2001 წელს. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |