The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედუარდ პოხვალინსკი

ედუარდ პოხვალინსკი
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1929  (95 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. უსურიისკი, რუსეთის ფერედაცია.

დაამთავრა თბილისის ფეხოსანთა სამხედრო სასწავლებელი.

მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალებში სხვადასხვა თანამდებობებზე: 1952-1985წწ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ასეულის უფროსი, ბატალიონის უფროსი, პოლკის მეთაურის მოადგილე, ბათუმის გამაგრებული რაიონის მეთაური; 1985-1993წწ. აჭარის არ მინისტრთა საბჭოს რეფერენტი, თავმჯდომარის თანაშემწე; 1993-1995წწ. ქართულ-რუსული საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 292

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", წევრი (1995-1999)

გააზიარე: