The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკა ღაზაძე

ეკა ღაზაძე
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1979  (46 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2003 წელს; კაასის ბიზნეს სკოლის მაგისტრი ინვესტიციების მართვაში (ბრიტიშ პეტროლიუმის და ჩუვენინგის სტიპენდიანტი); ლონდონის სითის უნივერსიტეტი 2006 წელს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი.

2000-2001წწ. იყო სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში საგადასახდელო ბალანსის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2001-2002წწ. საერთაშორისო სავალუტო ფონდი - სავალუტო ფონდის მრჩეველის ასისტენტი ფინანსთა სამინისტროში; 2002-2006წწ. ფინანსური ანალიტიკოსი; 2006-2007წწ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - ასოცირებული ბანკირი სათაო ოფისი, 9 თვიანი როტაცია; 2007 -2012წწ. რენესანს კაპიტალის აქციების ანალიტიკოსი ყაზახეთსა და ინგლისში; 2012-2015წწ. საქართველოს ბანკის (შემდგომში გალთ & თაგარტი) კვლევების დეპარტამენტის უფროსი; 2015 წელს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პროექტის კოორდინატორი, აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი; 2016 წელს DCFTA პროექტის საინვესტიციო ექსპერტი; 2017 წელს საქართველოს საფონდო ბირჟის ფინანსური და საოპერაციო დირექტორი; საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილე 2017 წლის ოქტომბრიდან.

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური: sao.ge


გააზიარე: