შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარიელ დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთმექანიკური ფაკულტეტი 1964 წელს; ოდესის საზღვაო ფლოტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1972 წელს. 1964 წელს პროფესიული საქმიანობა თავდაპირველად მოტორისტად ოდესის შავი ზღვის სახელმწიფო სანაოსნოს გემებზე დაიწყო, მოგვიანებით კი როგორც შორეული ნაოსნობის მექანიკოსმა საქმიანობა ნოვოროსიისკის საზღვაო სანაოსნოს თხევადი ტვირთის გადამტან გემებზე გააგრძელა და 1970 წელს, 30 წლის ასაკში იგი უკვე უფროსი მექანიკოსის საპასუხისმგებლო მოვალეობებს ასრულებდა; 1972 წლიდან საქმიანობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოში განაგრძობს და ჯერ ბალკერების - «მიხა ცხაკაიასა» და «მხატვარ გაბაშვილის» უფროს მექანიკოსად ცურავდა; 1976-1984 წწ. საკუთარი ხანგრძლივი და მდიდარი გამოცდილების გასაზიარებლად სანაოსნოს მექანიკოს-დამრიგებელად ინიშნება; 1984-1993 წწ. როგორც საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის მოადგილესა და მთავარ ინჟინერს სწორედ მას ევალებოდა საზღვაო სატრანსპორტო ფლოტის სხვადასხვა ტექნიკური პროცესის, გემების რემონტისა თუ მოდერნიზაციის ურთულესი და უმნიშვნელოვანესი პროცესები; 1993 წლიდან გამოცდილი გემთინჟინერი საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს, მის მიერვე დაფუძნებული საკონსულტაციო და სიურვეიერულ კომპანია "გეომარ"-ის გენერალურ დირექტორად. მიღებული აქვს დამსახურებული რაციონალიზატორის წოდება (1975), სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1991). საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის მოადგილე და მთავარი ინჟინერი. 2020 წლის 29 ივნისს მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაჯოლდოვდა საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |