The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია იმნაძე

ილია იმნაძე
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1951  (74 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩიბათი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო  სასაწავლებლის მექანიკური ფაკულტეტი 1971 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასაწავლებელი 1985 წელს.

პროფესიული საქმიანობა დაიწყო 1971 წელს, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ «გორი»-ს მოტორისტად; 1974 -1985 წწ. მე-4, მე-3 და მე-2 რანგის მექანიკოსად ცურავდა სანაოსნოს ტანკერ «ქუთაისზე», 1985 წელს კი ხორვატიაში აგებული ახალი გემის - «ნატო ვაჩნაძის» უფროს მექანიკოსად დაინიშნა; შორეული ნაოსნობის უფროს მექანიკოსად ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებზე «თბილისზე» და «ბათუმზე» და ავტოსამგზავრო ბორან «მემედ აბაშიძე»-ზე; 1992 წლის შემდეგ საქმიანობდა ერთობლივი და უცხოური სანაოსნო კომპანიების: «ANGLO-GEORGIAN»-ის, «ABC MARITIME»-ს და სხვათა გემებზე «ANDREA», «MERCURY» და სხვა. 1999 წლიდან კვიპროსის პორტ ლიმასოლში მუშაობდა სანაოსნო კომპანია «COLUMBIA SHIPMANAGEMENT»-ის სათაო ოფისში, თავდაპირველად მექანიკოს - დამრიგებლად, 2009 -2017 წწ. კი ფლოტის მენეჯერის თანამდედობაზე. გემთინჟინერი, შორეული ნაოსნობის უფროსი მექანიკოსი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: