Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეონიდ სტარკი![]()
Biography1936-1937წწ. დაინიშნა ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციაში სსრკ საგარეო საქმეთა კომისარიატის სპეციალურ წარმომადგენლად, ლეონიდ სტარკი დაპატიმრებამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის რწმუნებული. დაპატიმრების დროს ბრალი წაუყენეს, რომ იყო კონტრრევოლუციურ-მემარჯვენეთა ორგანიზაციის წევრი. ორგანიზაციაში გადაიბირა 1937 წელს სახალხო კომისართა საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გერმანე მგალობლიშვილმა. ეწეოდა ჯაშუშური ხასიათის საქმიანობას, კავშირი ჰქონდა უცხოელ კონსულებთან თბილისში, აწვდიდა მათ ჯაშუშური ხასიათის ცნობებს და მათგან იღებდა დიდ ფულად თანხებს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის საქმიანობისთვის. ავღანეთში 1925-1926 წლებში ელჩად მუშაობის დროს გადაიბირა ბრიტანეთის ელჩმა ჰემფრისმა. მასთან ინარჩუნებდა კავშირს და ამარაგებდა ჯაშუშური ხასიათის ცნობებით. ამ ჯაშუშური საქმიანობისთვის ყოველთვიურად იღებდა ფულად გასამრჯელოს. ავღანეთში ეწეოდა ოქროს თუმნიანების შესყიდვას და აგზავნიდა მათ სსრკ კავშირში, აგრეთვე დაკავებული იყო სხვა ფულადი მაქინაციებით, როგორიცაა ოქროზე გადაცვლა და სხვ. თავდაპირველად თავი სრულად ცნო დამნაშავედ. შემდეგომში უარყო კონტრრევოლუციურ-ჯაშუშური საქმიანობა და თავი ცნო დამნაშავედ მხოლოდ სავალუტო ოპერაციების დარღვევაში. ლეონიდ სტარკის დაკავების და დახვრეტის სანქცია გაიცა 1937 წლის 15 სექტემბრის ე.წ. "სტალინური სიით". უცხოეთში მყოფი სტარკი სასწრაფო წესით გამოიძახეს და თბილისში ჩამოსვლისთანავე დააპატიმრეს. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 27.07.1956 წლის 27 ივლისის განჩინებით №1582/н, "სამეულის" გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე შეწყდა დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. რეპრესირებული, რეაბილიტირებული. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |