The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ჭავჭავაძე

ზურაბ ჭავჭავაძე
Date of birth:22 January, 1943  (82 years)
Category:Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. პარიზი, საფრანგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1969 წელს.

დაიბადა ემიგრირებულ ოჯახში; მამა იყო არმიის ოფიცერი თავადი მიხეილ ჭავჭავაძე; მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოჯახი საბჭოთა კავშირში დაბრუნდა, თუმცა გადასახლებული იქნა ყაზახეთში, სადაც 1950 წლიდან იმყოფებოდა; 1969-1971წწ. იყო საქართველოს სამეცნიერო ინფორმაციების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;  1971-1989წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების ახალი მეთოდების კათედრის უფროსი მასწავლებელი;  1990-1993წწ. იყო საბჭოთა (შემდეგში რუსეთ)-ბრიტანული გამომცემლობის "რიურიკის" თავმჯდომარე, 1990 წლიდან  რუსეთის ეროვნული კომერციული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი; 1990 წლიდან იყო სრულიად რუსეთის თავადაზნაურობის საკრებულოს ერთ-ერთი ორგანიზატორი; 1995-1998წწ. არჩეული იყო უმაღლესი მონარქიული საბჭოს მმართველობის თავმჯდომარედ; რომანოვების ე.წ. კირილიჩების შტოს წარმომადგენელი რუსეთში. მონარქისტული მოძრაობის მონაწილე თანამედროვე რუსეთში.

წყარო: დიდი ბიოგრაფიული ენციკლოპედია (რუსული): dic.academic.ru; თავადი ჭავჭავაძეები : ისტ. ნარკვევი / იური ჩიქრვანი.-თბ.,2002: dspace.nplg.gov.ge


Share: