The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო კუტივაძე

სერგო კუტივაძე
Date of birth:16 October, 1944
Date of death:7 June, 2017  (at 72 years)
Category:Sports Coach, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ალმათი, ყაზახეთი.

1962–1966წწ. თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოსა" და 1967–1973წწ. თბილისის "დინამოში"; 171 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 22 გოლი; არის სსრკ– ს პირველობის სამგზის ბრინჯაოს მედალოსანი - 1967, 1969 და 1971 წლებში; სამწვრთნელო კარიერა: სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ (1974-1984), კლუბის დირექტორად (1983) და მთავარ მწვრთნელად (ნოემბერი 1994- თებერვალი 1995); რეგულარულად ესწრებოდა თანამეგობრობის თასის მატჩებს; 1997 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე ასრულებდა ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას; 2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის "დინამოს" მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის "დინამოს" სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად მას "საქართველოს სპორტის რაინდის წოდება" მიენიჭა; სანაკრებო კარიერა: ს. კუტივაძემ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ჩაატარა მხოლოდ ერთი ამხანაგური მატჩი, 1965 წლის 4 სექტემბერს იუგოსლავიის წინააღმდეგ; 2007 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი.

წყარო: თბილისის "დინამოს" ვებ-გვერდი: archive.phწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.163

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრები, წევრი

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Share: