Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ნოზაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1953 წელს. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე; 1958 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს ტელესტუდიაში; 1959 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. 1960-იანი წლების დამდეგიდან მოღვაწეობს საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში "მემატიანე" (იყო ერთ-ერთი შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი). გადაღებული აქვს არა ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმი (მათ შორის "გულშემატკივრები", "მიხეილ ხერგიანი", "ქართული ტიხრული მინანქარი", "რუსთაველი და მისი ეპოქა", "რუსთაველი 800", "გზა ოლიმპოსაკენ", "თასი - 76" და სხვ.); 1945 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა საქართველოში პირველი ჯაზორკესტრი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ორკესტრის პირველი ხელმძღვანელი იოსებ ტუღუში და იმხანად იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი თენგიზ ნოზაძე (იგი ორკესტრში I ალტ-საქსოფონზე უკრავდა); რამდენიმე წლის შემდეგ ნოზაძე თავის ჯაზორკესტრში (პოლიტექნიკური ინსტიტუტის ცნობილი ორკესტრი) მიიწვია ჯანო ბაგრატიონმა; აქ იგი უკრავდა 1956 წლამდე; მან აღზარდა არა ერთი ქართველი კინოდოკუმენტალისტი; რეჟისორი-კინოდოკუმენტალისტი, ქართული პროფესიული ჯაზის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1945). წყარო: ბილიკები ხელოვნების მწვერვალებისაკენ : ნარკვევი თბილ. სახელმწ. უნ-ტის თვითმოქმედების ისტორიიდან /თამარ გომართელი.-თბ.,1981.-288-290; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.145 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |