The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ჩუბინიძე

ავთანდილ ჩუბინიძე
სხვა სახელი:ჩუბი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:8 დეკემბერი, 1990  (34 წლის)
კატეგორია:ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაამთავრა სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი - ქორეოგრაფიული მიმართულებით 2009 წელს; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა  - დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობა - ქორეოგრაფიული ხელოვნების ბაკალავრის აკადემიური ხარისხით 2016 წელს; ამავე უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ხელოვნების სამაგისტრო პროგრამა - ქართული ცეკვისა და სადადგმო ხელოვნების პედაგოგი - ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრის აკადემიური ხარისხით 2018 წელს.

2009 წლიდან ქორეოგრაფიული ანსამბლის "როკვა" (სამხ. ხელმძღვ. უ. დვალიშვილი) მსახიობ-მოცეკვავე; 2009-2013წწ. სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი - ქართული ცეკვისა და სადადგმო ხელოვნების პედაგოგი; 2011 წლიდან მიმდინარე - ქორეოგრაფიული ინტ-გვერდის chub1na.ge იდეის ავტორი და მმართველი; 2018-2020წწ.  ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების კერძო სკოლა "ნინო", პედაგოგ-ქორეოგრაფი. შემოქმედებითი პროექტები: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი - ქორეოგრაფიის მასტერკლასის მონაწილე (2007), ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი – სვანური ცეკვის მასტერკლასის მონაწილე (2008); ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი - ქართული ხალხური ცეკვებისა და რაჭული ხალხური ცეკვის მასტერკლასის მონაწილე (2009); ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი – მეგრული ცეკვის მასტერკლასის მონაწილე (2010); Battery Dance Company (ვორკშოპი) მონაწილე (2013); საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი: სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე" – ჰიპ-ჰოპის (ჯგუფი სვეგერსი) მასტერკლასის მონაწილე (2015); საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი: სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალის "ტერფსიქორე" ფარგლებში, ნუგზარ ჯიქურისა და რუსუდან ჭრიკიშვილის ცეკვა "ქართულის" ვორქშოპის მონაწილე (2016); პოლონეთის, ლიუბლინის ცეკვის თეატრისა და თეატრალური უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტი - ქორეოგრაფიის თანამედროვე ტექნოლოგიების ვორკშოპის მონაწილე (2016); საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის  ქორეოგრაფიული დეპარტამენტის პროექტი, გამოჩენილი ქორეოგრაფის ნოდარ (ჯანო) ჯანიაშვილის შემოქმედებითი საღამოს ჩატარება - პროექტის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი (2017); საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის "სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალის ტერფსიქორე-2018" ფარგლებში მარიამ ალექსიძის თანამედროვე ცეკვის მასტერკლასის მონაწილე (2018); საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტის პროექტი: სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე-2019" ფარგლებში ვორქშოპის "ჯორჯ ბალანჩინი და თანამედროვე ამერიკული საბალეტო სკოლა" მონაწილე (2019); ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ორგანიზებული ქართული (აჭარული) ხალხური ცეკვის მასტერკლასის მონაწილე (2019). 2018 წლიდან მიმდინარე - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - დოქტორანტი, შემოქმედებითი პედაგოგიკა - ქორეოგრაფიის ხელოვნება. 2013 წლიდან მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში. 2014 წელს არის ფესტივალის "ტერფსიქორე 2014" გამარჯვებული - ქორეოგრაფიული ეტიუდი ,"ნელი ტანგო" - დამდგმელი ქორეოგრაფი. 2019 წლიდან, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის - ქორეოგრაფიული ანსამბლ როკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორი. ასევე ავტორი წიგნისა - "ზაქარიაძელები 85", რომელიც ს. ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე კოლეჯის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომელიც 2022 წლის 5 ოქტომბერს შედგა. პროექტი ქალაქ თბილისის მერიამ დააფინანსა. 2021 წლის 24 სექტემბერს ავთანდილ ჩუბინიძე გახდა ლექტორი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში... საგანი "ქორეოგრაფიული ხელოვნების ნიმუშები" დამდგმელი ქორეოგრაფი, პედაგოგ-ქორეოგრაფი, ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრი.

წყარო: ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრის NCC "GE ART" ინოვაციური ქორეოგრაფიული პლატფორმა: choreography.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქორეოგრაფიული ვებ-გვერდი CHUB1NA.GE, დამფუძნებელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2024 - ომარ მხეიძის სახელობის პრემია (ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი)

გააზიარე: