The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან კაჭარავა

ლევან კაჭარავა
Date of birth:15 July, 1968
Date of death:24 June, 2022  (at 53 years)
Category:Businessmen

Biography

დაიბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1992 წელს.
იყო შპს "ჯორჯიან ტრანზოილის" დამფუძნებელი, რომელიც შეიქმნა 1994 წელს; შპს "ჯორჯიან ტრანზოილი" მუშაობის პერიოდში იყო რეგიონის ლიდერი ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასა და სატრანზიტო გადაზიდვების სფეროში; შპს "ჯორჯიან ტრანზოილი" იყო ატლანტის ოლიმპიური თამაშების გენერალური სპონსორი 1996 წელს; 
1995–1996წწ. გიორგი რამიშვილთან ერთად დააფუძნა ახალი კომპანია "Silk Road Group", რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო; კომპანია თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: "TOTAL", "ELFE", "VITOL", "ARMOGAR", "ADDAX-ORYX GROUP"; იმავე წლებში "Silk Road Group" აფართოებს თავის ბიზნეს არეალს: აფუძნებს ბანკს, ინტერესების სფერო მოიცავს ასევე ბორჯომის მინერალური წყლების წარმოებას, თბილისსა და ბათუმში სასტუმროების მშენებლობას, უძრავ ქონებას, გაყინული პროდუქციის სამაცივრე საწყობებს; 2006 წლიდან გამოეყო "Silk Road Group-ს" და დააარსა კომპანიების ჯგუფი "MULTIPLEX", რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროებია ენერგეტიკა და ლოჯისტიკა; 2008 წელს პარტნიორებთან ერთად გამოისყიდა სახელმწიფოსგან თბილისის წყლის კომპანია; 2008 წელს, ჰოლანდიაში მან დააფუძნა ჰოლდინგი, "Multiplex Petrolia" Logistics Solutions BV; 2013 წლის დასაწყისში  ნიდერლანდებში დააფუძნა ჰოლდინგი "Multiplex Logistics Solutions BV"; კომპანია ახორციელებს ბაქოში ჰოვსანის პორტის ოპერირებას და ფლობს ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას, რომლის მეშვეობით ახორციელებს საზღვაო, საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვებს საქართველოდან და საქართველოს გავლით ცენტრალურ აზიაში; კომპანია ასევე ფლობს და მართავს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამაცივრე კომპლექსებს ფოთში და თბილისში, საერთო მოცულობით 15,000 ტონა; "MULTIPLEX"-ის სახელი დაკავშირებულია აგრეთვე ჩინურ-ყაზახური "ახალი აბრეშუმის გზის" პროექტთანაც, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორი გახდება და "Multiplex Petrolia Logistics Solutions" აქტიურად არის ჩართული ამ პროექტის ტრანსკასპიური მიმართულების დერეფნის განვითარებაში; 2017 წლიდან "MULTIPLEX"-მა, ქართველ ინვესტორ, ვ. გელოვანთან ერთად დააფინანსა ახალი პროექტი, World Class-ის სპორტული კლუბების ქსელის შექმნა საქართველოში და ამიერკავკასიაში; კომპანიამ მოიპოვა ფრენჩაიზი საერთაშორისო ოპერატორ "World Class GLobal"-ისაგან და 2017 წლის შემოდგომაზე გახსნა თავისი პირველი ფიტნეს კლუბი თბილისში, ფილარმონიის შენობაში, მელიქიშვილის ქუჩაზე; კომპანია ამუშავებს მეორე, აწ უკვე სრულფორმატიანი სპორტული კომპლექსის პროექტს, რომელიც კომპანიის გეგმით 2020 წლის ბოლოსათვის უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში; ამის შემდეგ, კომპანია გეგმავს გაფართოებას საქართველოში და კავკასიის რეგიონში; სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან ერთად, "MULTIPLEX" მუშაობს პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გახსნაზე; "MULTIPLEX"-ის დაფინანსებით, ქართული კომპანია "Coreaxes"-ი მუშაობს ბათუმის ისტორიულ უბანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროექტზე, რომელშიც უნდა გაიხსნას ლუქს-კლასის სასტუმრო.


Share: