The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინა ღვინაძე

თინა ღვინაძე
Legal name:თინათინ ღვინაძე
Date of birth:12 October, 1934
Date of death:5 August, 2017  (at 82 years)
Category:Scientist, Explorer, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. კასპი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1958 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა 1962 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. კასპის მე-2 საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ხოლო 1960 წლიდან – ლოგოპედადაც; 1963 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებაში ჯერ მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 2009 წლიდან – მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად; მისი სტატიები ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის აქტუალურ საკითხებს მოიცავს; მასვე ეკუთვნის "ქართული სიტყვის კულტურის საკითხებისათვის" (VII წიგნი) მომზადებული 51 სიტყვა-სტატია; მონაწილეობდა "ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარის" მოსამზადებელ სამუშაოებში; იყო არაერთი საკანდიდატო დისერტაციის ოპონენტი. მკვლევრის წერილები რეგულარულად იბეჭდებოდა ჟურნალში "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" (და, რა თქმა უნდა, ინსტიტუტის სამეცნიერო ორგანოში "ქართული სიტყვის კულტურის საკითხები"). მას დეტალურად აქვს შესწავლილი საშუალო სკოლის ფიზიკის სახელმძღვანელოები მართლწერის თვალსაზრისით; საგულისხმო წერილები მიუძღვნა დ. ჩუბინაშვილის, ი. გოგებაშვილის, არნ. ჩიქობავას, ვ. თოფურიასა და ივ. გიგინეიშვილის ღვაწლს; მისი რედაქტორობით გამოიცა ბიბლიოგრაფიული ცნობარი "ქართული ენის სწავლება საშუალო სკოლაში" და ფ. ერთელიშვილის იგავების კრებული "ძალა და აღმართი", არნ. ჩიქობავასა და ვ. თოფურიას ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული ნაშრომები. ბოლო წლებში თინა ღვინაძის თანაავტორობითა და რედაქტორობით გამოიცა შემდეგი ნაშრომები: "ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი", წიგნი I; "ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი", წიგნი II; "ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონი"; "სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი"; "მოსწავლის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი". მან არაერთი საინტერესო წერილი მიუძღვნა ანასტასია ხოშტარია-ერისთავის პერსონაჟთა მეტყველებასა თუ მანანა ჩიტიშვილის პოეტური ენის საკითხებს. ავტორია 70-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვნებითი გვარის ფორმათა სტილისტიკური ფუნქციები თანამედროვე ქართულში", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება XLV / თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.-თბ.,2017.-გვ.252 (ice.ge); წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.209

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების მედალი

Bibliography


Share: