The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ჯანგველაძე

თემურ ჯანგველაძე
დაბადების თარიღი:6 აგვისტო, 1955  (69 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი 1977 წელს; ასპირანტურა - 1983 წელს.

1977 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი - უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-2009წწ. - მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გამოთვლითი მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრა - დოცენტი, პროფესორი; 1998 წლიდან სოხუმის სახელმწიფო და კავკასიის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი; 2006-2010წწ. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; 2012-2013წწ. - ფულბრაიტის პროგრამით იყო აშშ-ის ქ. მონტერეის ნავალის სადოქტორო სკოლის გამოყენებითი მათემატიკის დეპარტამენტის მიწვეული პროფესორი; 2014 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მათემატიკის დეპარტამენტი, სრული პროფესორი; 2014 წლიდან - კავკასიის უნივერსიტეტი, მიწვეული პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მათემატიკური ფიზიკის ზოგიერთი არაწრფივი ამოცანის გამოკვლევა და მიახლოებითი ამოხსნა; სასრულ-სხვაობიანი, სასრულ-ელემენტთა და გალიორკინის ალგორითმების შესწავლა; ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებებისათვის დასმული არაკლასიკური სასაზღვრო ამოცანების ვარიაციული ფორმულირება და დეკომპოზიციური მეთოდებით ამოხსნა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.311

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: