The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელიზბარ ლომთაძე

ელიზბარ ლომთაძე
Date of birth:14 September, 1913
Date of death:23 April, 2005  (at 91 years)
Category:Linguist, Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ძველი სენაკი, სენაკის მაზრა (ახ. სენაკის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1933 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური და აღმოსავლური ენების განყოფილება 1939 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა (კავკასიურ ენათა კათედრა) 1947 წელს.

1933-1935წწ. ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას აბაშის რაიონში; აქ დაიწყო ფოლკლორული მასალის შეკრება და დაბეჭდა რამდენიმე წერილი ქართული ლიტერატურის საკითხებზე; 1941-1946წწ. იმყოფებოდა მოქმედი არმიის რიგებში, როგორც ოფიცერი, მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, დაჯილდოებული იყო მედლებით; 1947 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილებაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1952 წელს იყო ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1972 წლიდან მუშაობდა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიაში ჯერ უფროსი მეცნიერ თანამშრომელის, ხოლო 1992 წლიდან წამყვანი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე; ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგან შვილი ცალკე მონოგრაფიის სახით დაიბეჭდა. კავკასიოლოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სახელის მორფოლოგიური კატეგორიები ხვანურ (კაპუჭურ-ჰუნზიბურ) ენებში", დაიცვა 1950 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -"დიდოურ ენათა ვოკალიზმის დიაქრონიული ანალიზი", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება XXXVII / თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.-თბ.,2009.-გვ.328 (ice.ge)

Bibliography


Share: