The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:1942  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ურავი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, სპეციალობით - კვების საწარმოთა მანქანები და აპარატები 1968 წელს.

1969 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვების საწარმოთა მოწყობილობების კათედრაზე: ასისტენტის, დოცენტის, პროფესორის, ხოლო 2006 წლიდან - სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე; 2007-2012წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვებისა და სამაცივრო მოწყობილობების და წარმოების ავტომატიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი; 2012 წლიდან არის კვების ინდუსტრიის დეპარტამენტის პროფესორი. სამეცნიერო-კვლევებისა და მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია ჩაის, მეღვინეობის, მცენარეული ნედლეულის გადამამუშავებელი ტექნოლოგიური მოწყობილობების ოპტიმიზაციის ამოცანების გადაწყვეტა, აგრეთვე კვების ფხვიერი პროდუქტების მექანიკის საკითხების კვლევა; შეისწავლის მშრალი ჩაის სეპარაციისა და დახარისხების პრობლემების საკითხებს, ასევე მეღვინეობის ინოვაციური მოწყობილობების შექმნას და ოპტიმიზაციას. მის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები სხვადასხვა დროს წარმატებით იყო დანერგილი ჩაისა და პირველადი მეღვინეობის საწარმოებში მაღალი ეკონომიკური ეფექტით. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.313

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2005-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: