The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა მაჩაიძე

გოჩა მაჩაიძე
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1962 წელს თბილისის 35-ე სკოლაში მწვრთნელ ვანო შუდრასთან. თამაშობდა თბილისის "ლოკომოტივში" და რუსთავის "მეტალურგში"; 1971 წლიდან თბილისის "დინამოშია", რომლის ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოვიდა 1973 წლის 2 ივლისს; 1976 წელს ორჯერ გუნდთან ერთად საგაზაფხულო და საშემოდგომო პირველობის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა; 1977 წლის პირველობაზე მოიპოვა ვიცე-ჩემპიონის, 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული; ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979); თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 133 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი ბურთი გაიტანა; ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში "დინამოს" ღირსება ცამეტ შეხვედრაში დაიცვა, აქედან ერთი - თასების მფლობელთა თასის, ათი - უეფა-ს თასის და ორიც - ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში; 1980 წელს იყო საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში; 1980 წელს გუნდის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო მას და მის უფროს ძმას, თბილისელთა მაშინდელ კაპიტან - მანუჩარ მაჩაიძეს "დინამოს" დატოვება მოუწიათ; იმავე წლის საფეხბურთო სეზონის დარჩენილი პერიოდი მან ლანჩხუთის "გურიაში" გაატარა, რომელთა რიგებშიც ოცჯერ გამოვიდა მწვანე მინდორზე; 1981 წლის სეზონი მოსკოვის "სპარტაკის" შემადგენლობაში დაიწყო, სადაც მხოლოდ ორჯერ ითამაშა, ერთხელ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის კალენდარულ შეხვედრაში, მეორედ - ევროპის ჩემპიონთა თასის 1980–1981 წლების გათამაშების მეოთხედფინალურ მატჩში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, რომელიც თბილისში 1981 წლის 4 მარტს "დინამოს" სტადიონზე გაიმართა; 1981–1982წწ. ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაშია, სადაც საბჭოთა კავშირის პირველი ლიგის 39 შეხვედრას ატარებს (ერთი გოლი) და გუნდს უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაში ეხმარება; სათამაშო კარიერას 1982 წელს, ამავე კლუბში ასრულებს. ფეხბურთელი, თამაშობდა ნახევარმცველის და მცველის პოზიციაზე.

წყარო: "დინამო" თბილისი, გუნდის ისტორია: dinamo-tbilisi.ruplaymakerstats.comწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.163

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1974 - საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი

გააზიარე: