The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ მამულაშვილი

მერაბ მამულაშვილი
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

მისი პედაგოგები იყვნენ ნუკრი დავითაშვილი (ვიოლონჩელო, მუსიკალური კომედიის მთავარი დირიჟორი) და ვალოდია ღოღობერიძე (კონტრაბასი, თბილისის ოპერის კონცერტმეისტერი), რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მომავალი მუსიკოსის ჩამოყალიბებაში.

1975-1976წწ. ხალხური ანსამბლის "მეტეხის" ვოკალურ ჯგუფში მღეროდა; 1976-1977წწ. ჯაზ-როკ-ჯგუფში საყვირზე, ხოლო როკ-ჯგუფ "გრემში" ბას-გიტარაზე უკრავდა; 1978-1979 წწ. სწავლის პარალელურად, სიღნაღის მუსიკალური სასწავლებლის საესტრადო ანსამბლს ხელმძღვანელობდა, 1980 წლიდან რუსთავში, საბავშვო ანსამბლ "რუსთავის გვირილებს"; ამ პერიოდში აქტიურად წერდა საბავშვო სიმღერებს და ყოფილი საბჭოთა კავშირის დიდ ქალაქებში კონცერტებს მართავდა; 1983 წლიდან იყო სახელმწიფო ფილარმონიის ანსამბლ "პირამიდის" ინსტრუმენტალისტი, ვოკალისტი და კომპოზიტორი; სხვათა შორის, ამ ანსამბლის რეპერტუარშიც 80 % მისი სიმღერები იყო; შემდეგ ბათუმის საესტრადო სიმღერის ჯგუფი "რივიერა", მოგვიანებით კი "ინტერვალი" იყო; მოსკოვში ახალგაზრდობის მსოფლიო საერთაშორისო ფესტივალზე ეს ჯგუფი საქართველოს სახელით წარმატებით გამოვიდა; 1986 წელს თბილისში, მომღერალ ზურაბ ცისკარიძესთან ერთად ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი ჩამოაყალიბა; ამის მერე იყო ჯგუფი "პარადოქსი"; აღსანიშნავია "ლაზური პროექტი", ის კოლხური კულტურის ცენტრში უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია II-ს ლოცვა კურთხევით ხორციელდება; ამ პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა დისკი – "ხელაკაობა", სადაც მისი  13 ლაზური კომპოზიციაა შესული; 2009 წელს გამოიცა პატრიოტული სიმღერების CD დისკი: "მზიანი ღამეა, მალე გათენდება", რომელიც მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს ილია მეორეს მიუძღვნა; მუშაობდა ფსალმუნებზე - 150 ფსალმუნისთვის მუსიკა დაწერა; 2019 წელს  Global Music Awards – ის ფესტივალზე მისი მუსიკა ფილმისთვის "მტრები", ფინალისტთა შორის მოხვდა და ორიგინალური საუნდტრეკისთვის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

წყარო: მედიაჰოლდინგი "კვირა": kvira.ge; ქართული კვირა: kartuli.kvira.ge


გააზიარე: