Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ აბაკელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხორში, სენაკის რაიონი. 1925 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის გეოლოგიურ-საძიებო სპეციალობაზე; 1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი და მიენიჭა ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია; 1932-1936წწ. სწავლა განაგრძო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში ქ. ლენინგრადსა და ქ. მოსკოვში; 1937 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1940 წელს - დოცენტის სამეცნიერო წოდება. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოყენებითი გეოლოგიის კათედრაზე ასისტენტად; 1940 წლიდან - დოცენტად; 1970-1979წწ. - ნავთობისა და გაზის საბადოების გეოლოგიის კათედრის პროფესორად; ხელმძღვანელობდა სტუდენტებისა და ასპირანტების სამეცნიერო მუშაობას; მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში; 1942-1943წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. სწავლობდა დედამიწის ქერქის აგებულებას საქართველოს, ამიერკავკასიის და სსრ კავშირის ტერიტორიაზე კვლევის გეოფიზიკური მეთოდების საშუალებით; მისი გამოკვლევები, განსაკუთრებით, გრავიმეტრიული და მაგნიტური გეოფიზიკური მეთოდების გამოყენებით, ფუძემდებლური ხასიათისაა; 1933-1935წწ. კავკასიის სხვადასხვა რეგიონებსა და საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული დაკვირვებების შედეგად შეადგინა საქართველოს და ამიერკავკასიის პირველი გრავიმეტრიული რუკები, რომლებიც საფუძვლად დაედო სხვადასხვა წიაღისეულთა საბადოების ძებნა-ძიებასა და ნავთობგაზიანობის პერსპექტიულობის შემდგომ შესწავლას. სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში გამოავლინა და შეისწავლა გურიის, ხრამის, პერევისის, ომფარეთის ლოკალური გრავიტაციული ანომალიები, აზერბაიჯანის კიურდამირის რეგიონული გეოფიზიკური ანომალია - 1944-1952წწ., როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე მთელი ყოფილი სსრ კავშირის ტერიტორიაზე; ჩატარებულ გეოფიზიკურ ექსპედიციებში მონაწილეობის შედეგად შეიმუშავა გეოფიზიკური მონაცემების გეოლოგიური ინტერპრეტაციისათვის სათანადოდ გამიზნული დაკვირვებების წარმოების მეთოდიკა. გამოქვეყნებული აქვს 70 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სახელმძღვანელო ძიების გეოფიზიკურ მეთოდებში; სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში დააყენა და შეისწავლა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა სიმძიმის ძალის აჩქარების ვარიაცია დროში გეოლოგიური მოვლენების ზეგავლენით, ასევე აზერბაიჯანის კიურდამირის გრავიტაციული ხიდის და მისი ანალოგიების მნიშვნელობა ამიერკავკასიისა და ჩრდილო კავკასიაში ნავთობგაზიანობის პერსპექტივის განსაზღვრისას და რაც მთავარია, გეოფიზიკური მონაცემების გეოლოგიური ინტერპრეტაციის მეთოდური საკითხები. დიდი ღვაწლი მიუძღვის, როგორც ერთ-ერთ პიონერს, საქართველოში გეოფიზიკური მეცნიერების განვითარებასა და ახალგაზრდა გეოფიზიკოსთა აღზრდის საქმეში. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.21-22 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |