The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაგრატ აბესაძე

ბაგრატ აბესაძე
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:1961  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1931 წელს.

ქუთაისის მეორე ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ წლების განმავლობაში ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს სსრ ცაკ-ისა და სახკომსაბჭოს მოამბის რედაქციაში; მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის კავშირის საორგანიზაციო განყოფილებაში; ინსიტუტის დამთავრების შემდეგ 1942 წლამდე მუშაობდა ამიერკავკასიის საპროექტო საკონსტრუქტორო ტრესტში დამპროექტებლის, უფროსი ინჟინრის, სამთო განყოფილების უფროსისა და ტრესტის უფროსი ინჟინრის თანამდებობებზე; მისი მონაწილეობითა და ხელმძვანელობით დამუშავდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მსხვილი სამთო-სამრეწველო ობიექტების 30-ზე მეტი პროექტი; ამავე პერიოდში მან შეასრულა ჭიათურის მანგანუმისა და ტყიბულის ქვანახშირის საბადოების დამუშავების რაციონალური მეთოდების შერჩევისადმი მიძღვნილი სამუშაოები; 1935 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ხელოვნების კათედრის ასისტენტად; 1943 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და იმავე წელს მიენიჭა დოცენტის წოდება; მალე იგი დაინიშნა ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის უფროსად, სადაც ეწეოდა ნაყოფიერ სასწავლო-ორგანიზაციულ საქმიანობას; 1947 წლიდან მან შეთავსებით დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის სამთო განყოფილებაში; 1950 წელს სათავეში ჩაუდგა სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრას; ამასთან, იგი იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქშახტპროექტის" მუდმივი კონსულტანტი; მისი უშუალო კონსულტაციით მიმდინარეობდა ჭიათურის მაღაროების, ტყიბულის, ტყვარჩელისა და ახალციხის შახტების დაპროექტება; მან აკად. გ. წულუკიძესთან ერთად, შექმნა ქართული სამთო-ტექნიკური ტერმინოლოგია. ამ საკითხს მიუძღვა თეორიული ხასიათის სტატიები და მთელი რიგი ტერმინების ბრწყინვალე ნიმუშები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გამოჩენილი პედაგოგი და მეცნიერი სამთო დარგში.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.22-23

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: