The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამული ჟღენტი

მამული ჟღენტი
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1963 წელს.

1956-1958წწ. აჭარის მრეწვსაბჭოს მუშა; 1958-1963წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №5 ტრესტის მე-2 სამშენებლო სამმართველოს მუშა, ბრიგადირი, ოსტატი, მშენებელი; 1963-1981წწ. აჭარის სარემონტო სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1981-1991წწ. ბათუმის აღმასკომის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი:"მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2010-2014წწ. ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.296

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საქმეების კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის გაგრის მოვლენების შემსწავლელი კომისია , წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის თავდაცვის ფონდის საკონტროლო დროებითი კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის საქართველოს ეროვნული ბანკის კრედიტების გაცემის მიზანშეწონილობის შემსწავლელი პარლამენტის საგამომძიებლო კომისია, წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია " ტრადიციონალისტები - კონსერვატორები", წევრი (1995-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "კონსერვატორები", წევრი (1993-1995)

გააზიარე: