The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ რაზმაძე

ვახტანგ რაზმაძე
Date of birth:5 February, 1930
Date of death:28 August, 2009  (at 79 years)
Category:Public official, Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1954 წელს.

ეწეოდა პარტიულ საქმიანობას, მუშაობდა პროკურატურის სისტემაში: 1955-1956წწ. ტყიბულის სტალინის სახელობის შახტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1956-1957წწ. ტყიბულის სტალინის სახელობის შახტის კადრების განყოფილების გამგე; 1957-1958წწ. საქართველოს კპ ტყიბულის რაიკომის ინსტრუქტორი; 1958-1961წწ. საქართველოს კპ ტყიბულის რაიკომის საორგანიზაციო გან-ის გამგე; 1961-1968წწ. ტყიბულის რ-ის და ქალაქ ტყიბულის პროკურორი; 1968-1969წწ. საქართველოს სსრ პროკურატურის განყოფილების პროკურორი; 1969-1973წწ. საქართველოს სსრ პროკურატურის განყოფილების უფროსის მოადგილე; 1973-1974წწ. საქართველოს სსრ პროკურატურის საგამომძიებლო განყოფილების უფროსი, კოლეგიის წევრი; 1974-1980წწ. ქ. თბილისის პროკურორი; 1980-1982წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგის მოადგილე; 1982-1988წწ. საქართველოს სსპ პროკურორის პირველი მოადგილე; 1988-1992წწ. საქართველოს გენერალური პროკურორი; აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. იყო სსრკ პროკურატურის საპატიო მუშაკი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.296

Member of Organizations

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება" , წევრი (1999-2004)

Awards and Honors

  • 1982 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული იურისტი

Share: